კორონაროგრაფია, გულის კორონარული არტერიების ანგიოგრაფია, არის პროცედურა, რომელიც მოიცავს გულის მკვებავი (კორონარული) არტერიების რენტგენოკონტრასტული ნივთიერებით შეღებვას და შემდეგ რენტგენის სხივების გამოყენებით გამოსახულების მიღებას. კორონაროგრაფიის მიხედვით, შეიძლება მსჯელობა სისხლძარღვების შევიწროების (სტენოზი) არსებობის შესახებ. კორონარული ანგიოგრაფია საშუალებას იძლევა დაისვას კორონარული არტერიების დაავადების დიაგნოზი, განისაზღვროს გულის ათეროსკლეროზის ხარისხი, აღნიშნული კვლევა ინფორმატიულია გულის სისხლძარღვების ანატომიური თავისებურებების განსაზღვრისთვისაც. კორონარული ანგიოგრაფია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გულის იშემიური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისას და საშუალებას იძლევა საჭიროებისას მოხდეს დროული ჩარევა.
პუნტირების მქონე პაციენტებში შესაძლებელია შუნტოგრაფიის ჩატარება - შუნტის კონტრასტით შეღებვა და დასხივება გამოსახულების მისაღებად.
კორონაროგრაფია არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ინფორმატიული გამოკვლევა. თუ გაწუხებთ
- ტკივილი ან დისკომფორტი გულის არეში
- ტკივილი მარცხება ხელში ან ბეჭქვეშ
- ტკივილი ზურგში და/ან ქვედა ყბაში
მიმართეთ კარდიოლოგს, გამოიკვლიეთ თქვენი ჯანმრთელობა და თავი აარიდეთ არასასურველ გართულებებს. კორონაროგრაფიის და სტენტირების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ ჩვენი ბლოგი ან დაგვიკავშირდეთ.
კარდიოინტერვენციის დეპარტამენტი 24 საათის განამვლობაში ემსახურება პაციენტებს საჭიროებისამებრ.
კლინიკაში შესაძლო პროცედურები:
სელექტიური კორონაროგრაფია, ვენტრიკულოგრაფია, შუნტოგრაფია (აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ), გულის და მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია, მანომეტრით და ოქსიმეტრიით. ანგიოპულმონოგრაფია, აორტოგრაფია, კავაგრაფია და ფლებოგრაფია, საძილე და ხერხემლის არტერიების ანგიოგრაფია, თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია, ზედა კიდურების, არტერიების ანგიოგრაფია, ვისცერალური არტერიების ანგიოგრაფია, ქვედა კიდურების არტერიების ანგიოგრაფია, პერიკარდის სადიაგნოზო პუნქცია.