ჩვენი ქირურგები გვთავაზობენ პრაქტიკულად ყველა სახის კარდიოქირურგიულ ჩარევას, რაც საქართველოშია ხელმისაწვდომი, მათ შორის არჩევით ან გადაუდებელ ქირურგიას გულის სარქვლოვანი დაავადების, აორტის ანევრიზმის, კორონარული არტერიების დაავადების, არითმიების, გულის უკმარისობის, შემაერთებელქსოვილოვანი პათოლოგიებისა და სხვა მდგომარეობების დროს.
ჩვენი გამოცდილების სიღრმე საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ კომპლექსური ოპერაციები, და ვუმკურნალოთ მდგომერეობებს, რომლებიც ადრე არაოპერაბელურად ითვლებოდა, ჩვენი წარმატების სტატისტიკური მაჩვენებლებით - საშუალოზე მაღალია. ჩვენი პერსონალი იყენებს უახლეს ქირურგიულ ტექნიკას, აღჭურვილობას და მოწყობილობებს, მათ შორის მინიმალურად ინვაზიურ ქირურგიას.