თირკმლების მწვავე ან ქრონიკული უკმარისობისას, მაშინ როდესაც თირკმელი სათანადოდ ვერ ასრულებს ფუნქციას, შეიძლება საჭირო გახდეს დიალიზის პროცედურის დანიშვნას.
თირკმლის უკმარისობა, არც ისე იშვიათი მდგომარეობაა, კარდიოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებში, ამრიგად საჭიროებისას, კლინიკა პაციენტებს უზრუნველყოფს დიალიზის სერვისით, რომელიც სრულიად შეესაბამება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკაში დიალიზის საჭიროების მქონე პაციენტების სამართავად ყველა პირობა შექმნილია.