20231113_125155

ჩვენს შესახებ

1994 წელს დაარსებული, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა არის ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული ცენტრი საქართველოში.


კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით, თანამედროვე კათეტერიზაციის ლაბორატორიებით, საოპერაციო ბლოკებით, თანამედროვე სამ განზომილებიანი ულტრაბგერითი აპარატურით, ლაბორატორიით, თანამედროვე კომპიუტერული ტომოფრაფით და რენტგენის აპარატით.


ჩვენი დარგები: კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ელექტროფიზიოლოგი, კარდიოქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, თორაკოქირურგია, ზოგადი ქირურგია, ნევროლოგია, რევმატოლოგია, რადიოლოგია, გადაუდებელი დახმარება.


პაციენტებს, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, ვთავაზობთ კომფორტულ ოთახებს, ცენტრალური გათბობით/კონდიცირებით და საკუთარი სველი წერტილით. საჭიროებისას, შესაძლებელია მნახველებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე არსებულ პატარა სასტუმროში ოთახის გამოყოფა, ღამის გასათენებლად, მათ ასევე შეუძლიათ კლინიკის კაფეტერიით სარგებლობა. 

რატომ გვირჩევთ ჩვენ

კლინიკის მისია არის სანდო სამედიცინო საქმიანობა, მკურნალობის უკანასკნელი მეთოდების დანერგვა, საზოგადოებისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. კლინიკა ღრმადაა დაინტერესებული თანამშრომლების, პაციენტებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობით და ავლენს მათდამი მაქსიმალურ თანაგრძნობას. კლინიკის ღირებულებები და პროგრესისკენ სწრაფვის ერთგულება დაფუძვნებულია 30 წლიან გამოცდილებაზე. კლინიკის ადმინისტრაციული გუნდი უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის მუდმივი განათლების მიწოდებას და უნარების გაუმჯობესებას.

კლინიკაში ფუნქციონირებს ეთიკის კომიტეტი, რომელიც თანამედროვე სამკურნალო და დიაგნოსტიკური რეკომენდაციების მაქსიმალურ დანერგვასა და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფისკენაა მომართული. ეთიკური კომიტეტი შედგება პროფესიონალთაგან, რომლებიც განიხილავენ გამოკვლევებს, მკურნალობისა და მართვის პროცესს, რწმუნდებიან პაციენტის სათანადო ინფორმირებულობაში და თითოეული შემთხვევის ოპტიმალურად წარმართვაში. ჩვენი კლინიკის ეთიკურ კომიტეტი პრიორიტეტს ანიჭებს გამჭვირვალობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორ მართვას.

სამკურნალო, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული აპარატურა რუტინულად გადის კლინიკის როგორც შიდა, ასევე გარე ხარისხის კონტროლს. კლინიკაში წარმოდგენილი აპარატურის სანდოობისა და თანამედროვეობის კომბინაცია, საშუალებას იძლევა ექიმისთვის ხელმისაწვდომი იყოს ზუსტი შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად. ეს ეხება როგორც რუტინულ, ყოველდღიურ ტესტებს, ასევე შედარებით კომპლექსურ კვლევებს, რომლებიც მაქსიმალურად ინფორმატიულია და კონკრეტული პაციენტისთვის უპირატესი, მაღალი სიზუსტის მკურნალობის შერჩევის საშუალებას იძლევა.