Blog

10 Nov
ultrasound 3

გულის ულტრაბგერითი კვლევა - ექოსკოპია ხშირად დასმული კითხვები

როგორ მუშაობს გული ?

გული არის ღრუ ორგანო, რომლის მთავარი ფუნქცია არის ორგანიზმში სისხლის მუდმივი ცირკუმაციის უზრუნველყოფა. ამ კუმშვადი ფუნქციის მეშვეობით, იგი უზრუნველყოფს ორგანიზმში ყველა ორგანოსთან, ქსოვილთან და უჯრედთან ადეკვატური ნუტრიენტების მიწოდებას და მათ სწორ ფუნქციონირებას. გული ანატომიურად შეგვიძლია დავყოთ 4 ღრუდ. თითოეული ღრუს შემდეგ მოთავსებული არის სარქველი, რომელიც გაღების და დახურვის მეშვეობით უზრუნველყოფს სისხლის დროულ გადინებას გულის რიტმთან სინქრონში.

რა არის გულის ექოსკოპია ?

ექიმს შეუძლია გულის ანატომიური და ფიზიოლოგიური ფუნქციის შეფასება სპეციალური ექოსკოპიური კვლევის ჩატარების მეშვეობით. აპარატი წარმოქმნის სპეციალურ ბგერით ტალრებს, რომლებიც ჯერ ვრცელდება ორგანიზმში და შემდგომ უბრუნდება აპარატს. დაბრუნებული ტალღა წარმოქმნის სპეციფიურ სურათს, რომლის მეშვეობითაც ექიმს შეუძლია დაათვალიეროს გულის ანატომია და შეაფასოს მისი ფუნქციონირება.

რა შეგვიძლია გავიგოთ ექოსკოპიით ?

ექოსკოპიის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ რამდენად სწორი მუშაობს გული. ექიმი აფასებს გულის ოთხივე საკანს, ოთხივე სარქველს და გარშემო არსებულ მსხვილ სისხლძარღვებს.

საკნის დათვალიერებით ექიმს შეუძლია შეაფასოს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა გულის ზომა, გულის დატვირთვა, სისხლის განდევნის შესაძლებლობა, გულის სინქრონული შეკუმშვა.

სარქვლების დათვალიერებით შესაძლებელია მათი ფუნქციონირების შეფასება. საკანი შეიძლება იყოს დაზიანებული, რის გამოც არ მოხდეს მისი სრული გაღება - სტენოზი, ან არ მოხდეს მისი სრული დახურვა - რეგურგიტაცია ანუ სარქვლს უკმარისობა.

გულიდან გამომავალი სისხლძარღვების დიამეტრის და მათქსი სისხლის ადეკვატური ნაკადის მიმართულების შეფასება.

რაში გვეხმარება ექოსკოპია ?

ექოსკოპიის მეშვეობით ექიმს შეუძლია პაციენტს მიაწოდოს შემდგომი კვლევების ან მკურნალობის ადეკვატური ტაქტიკის რეკომენდაცია. ასევე შესაძლებელია დროის სხვადასხვა შუალედში პაციენტის გასინჯვის მეშვეობით, მდგომარეობის დინამიკაში შეაფასება და მკურნალობის ოპტიმიზაცია. მაგალითად:

საკნების დათვალიერების დროს ნანახმა კედლების გასქელებამ შეიძლება მიანიშნოს ჰიპერტენზიის, ანუ მაღალი წნევის, არსებობაზე, რის შედეგადაც გაუმჯობესდეს პაციენტისთვის დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობის ტაქტიკა.

გულის კედლების არასინქრონული შეკუმშვის დაფიქსირების შედეგად ექიმმა გაუწიოს რეკომენდაცია კორონაროგრაფიის ჩატარებას. შედეგად დააფიქსიროს გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება და პაციენტი აარიდოს პოტენციურ ინფარქტს.

სისხლძარღვების დათვალიერების დროს შესაძლოა ექიმმა დააფიქსიროს აორტის აღმავალი ანევრიზმის არსებობა და შედეგად პაციენტს დროულად მიეწოდოს ქირურგიული მკურნალობა.

უსაფრთხოა თუ არა გულის ექოსკოპია?

გულის ულტრაბგერითი კვლევა ანუ ექოსკოპია არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, არაინვაზიური კვლევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ დროს პაციენტის ორგანიზმის მთლიანობა მინიმალურადაც არ ირღვევა. ულტრაბგერითი კვლევა არ ხასიათდება რადიაციით და არ აზიანებს ქსოვილებს, აღნიშნულ კვლევას არ აქვს გვერდითი მოვლენები.

როგორ მიმდინარეობს კვლევა?

გამოკვლევისას თქვენ მოთავსდებით ზურგზე ან მარცხენა გვერდზე. ექიმი თქვენს გულმკერდზე მოათავსევს სპეციალურ გადამცემს - ტრანსდუსერს, რომლის მეშვეობითაც აპარატი გამოსახავს გულის სურათს. ექიმი გადამცემს გადაადგილებს გულმკერდის ზედაპირზე, რათა დააფიქსიროს ყველაზე ოპტიმალური და მაღალხედვადი ფანჯარა. გამოკვლევა ძირითადად გაგრძელდება დაახლოებით 10-20 წუთი.

არის თუ არა კვლევა მტკივნეულია?

კვლევა არის უმტკივნეულო.

როდისაა საჭირო გულის ულტრაბგერითი კვლევა? როგორ უნდა მოვემზადოთ გულის ექოსკოპიისთვის?

გეგმიური კვლევისას სასურველია, გამოკვლევამდე არ გქონდეთ მიღებული კოფეინის შემცველი პროდუქტები, სიგარეტის მწეველთათვის სასურველია გამოკვლევის წინ მოერიდონ სიგარეტის მოწევას.